“პროკურატურა მუშაობს, რომ ბესელია, კობახიძე ამ რთული ისტორიიდან გამოაძვრინოს,”

ალეკო ელისაშვილი პროკურატურას უმოქმედობაში და მისი საქმის შეგნებულად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს რომ მის საქმეზე რეაგირება დროულად მოახდინოს.

ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რომ ირაკლი შოთაძის უწყებაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქმე წინ არ წავიდეს და ამას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ მოხდეს პოლიტიკური ფიგურების, მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას, სახელების საქმიდან ჩამოშორება.

“პროკურატურა მუშაობს, რომ ბესელია, კობახიძე ამ რთული ისტორიიდან გამოაძვრინოს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში ფილმის გადაღება დაიწყეს, სადაც დეპარდიე სტალინს თამაშობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე წარდგება