პროკურატურა მელიას დაკავებას დიპლომატიური პასპორტის გამო ითხოვს – პროკურორი

მთვარი პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს – ამის შესახებ პარლამენტში მყოფმა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ დიპლომატიური პასპორტი მელიას საშულებას აძლევს, მარტივად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.

„შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მელიას საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ, სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით, 6-ჯერ აქვს გადაკვეთილი საზღვარი,“- აცხადებს ამირან გულუაშვილი.

როგორც პროკურორი ამბობს, მელიას უკვე შეფარდებული აქვს გირაო, თუმცა მან ისევ ჩაიდინა დანაშაული, რაც იმის დასტურია, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ ისევ ჩაიდინოს.

banner
წინა სტატიაში“ტროიკა” ხართ, რომელიც მტკიცებულებების გარეშე იჭერს პარლამენტის წევრს… დაგვაბრუნეთ საბჭოთა დროში”
შემდეგი სტატია“ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არ არის?” – ოთო კახიძე უმრავლესობას