პროკურატურა მარიამ ჭანტურიას ფარულ მიყურადებას ადასტურებს, თუმცა სასამართლო განჩინების გადაცემაზე უარს ამბობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მარიამ ჭანტურიაზე თვალთვალს ადასტურებს, თუმცა უწყება საგამოძიებო მოქმედების შესახებ დოკუმენტაციის, მათ შორის სასამართლო განჩინების მიწოდებაზე ჭანტურიას უარს ეუბნება.

საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, მით უმეტეს რომ საქმეში მარიამ ჭანტურია მხარეს არ წარმოადგენს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი სამართალდამცველებს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს.

ჭანტურიებს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც მიყურადება ნებადართული იქნებოდა, არც რუსთავის პროკურატურაში აჩვენეს.

“23 აპრილს აღნიშნულმა პირმა ზეპირსიტყვიერად მოითხოვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დოკუმენტაციის მათ შორის მოსამართლის განჩინების მიწოდება, რაზეც ეთქვა უარი, რადგან მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას“-აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩვენ რუსეთთან კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატიარუსეთიდან მომდინარე საფრთხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორები – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია განახლდა