პროკურატურა მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციას უარყოფს – საქმე გრიფით “საიდუმლო” არ ადევს

პროკურატურა უარყოფს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი კორძაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “თიბისის” საქმეზე გამოძიება გრიფით “საიდუმლო” მიმდინარეობს.

პროკურატურის განმარტებით, საქმეს გრიფით “საიდუმლო” არ ადევს.

ადვოკატი ირაკლი კორძაძე კი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

“გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ”.

banner
წინა სტატიაშივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ერთი პირი