“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟის დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ქ.თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.გუშინ გლდანის მერვე საპყრობილეში დავით ხარშილაძე ადვოკატთან ერთად ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას.გამოძიება წინასწარი დაკავების საკნის ე.წ.”კაპეზეს”მიმართვის საფუძველზე დაიწყო,სადაც დავით ხარშილაძე დაზიანებებით შეიყვანეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს პროკურატურის პრესამსახურში განუცხადეს 2017 წლის 23 მარტს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომელების მიერ დავით ხარშილაძის დაკავებისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამატების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
“განსაკუთრებული მოლოდინები არა მაქვს,თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს რომ დამნაშავეები დაისაჯოს,მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოძიება იქნება ეფექტური,”-განუცხადა”თაიმერს”ელისო კილაძემ.