8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

პროკურატურა: კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშინინო ნადირაძე: ჩემი „რესპექტი“ მინდა დავუფიქსირო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გასაოცარი დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინა გუშინ
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის