პროკურატურა ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სხვა სტატიები
- თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა
- ადვოკატის ცემის ბრალდებით ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს
- პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს, – ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
„2020 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. იგი ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted).
დ.კ.-ს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა. დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას და შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა. აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაში არიან, ხოლო იგი მიმალვაში იმყოფებოდა.
ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ საექსტრადიციო დოკუმენტების წარმოდგენისთვის. საექსტრადიციო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.