პროკურატურა გიორგი ჭანტურიას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას პატიმრობადან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ გ.ჭ.-ს ბრალეულობის დამადასტურებული მტკიცებებულებების გამოკვლევა დაასრულა სასამართლოს მიერ ბრალდების მხარისთვის განსაზღვრულ ვადაში. 2019 წლის მარტის თვიდან სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევას აწარმოებდა დაცვის მხარე, რომელმაც ვერ უზრუნველყო მათი დროული გამოკვლევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, პატიმრობის 9 თვიან ვადაში.

2019 წლის 3 მაისს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ბრალდებულს შეეფარდა გირაო და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, სასამართლო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.

გ.ჭ. სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, სსკ 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაპირველ და მეორე დაკავებას შორის შვიდ თვეში მტკიცებულება, რაც მოიპოვეს, ეს იყო ჩადებული მოწმე