პროკურატურა ელისო კილაძეს პასუხობს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

“საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენს ფეისბუქ მომხმარების – ,,Georgia Georgia“-ს მიერ ელისო კილაძისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც ამ უკანასკნელს სთავაზობდნენ ცალკეული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გადაცემას. ხსენებულ ფაქტზე, 2016 წლის თებერვალში მოწმის სახით გამოკითხა თავად ელისო კილაძე, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ასევე ე.კილაძის თანხმობით დათვალიერდა მისი ფეისბუქ გვერდი, სადაც ასახული იყო მის მიერ გამოძიებისათვის დასახელებული მიმოწერა. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ფეისბუქ მომხმარებელ ,,Georgia Georgia“-ს დასადგენად, სოციალურ ქსელ www.facebook.com-დან სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობით, გამოძიებისთვის სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ფეისბუქ მომხმარებელ ,,Georgia Georgia“-ს მიერ ფეისბუქის რომელ მომხმარებლებთან (IP მისამართების მითითებით) ჰქონდა განხორციელებული მიმოწერა. www.facebook.com-დან მიღებული მასალების საფუძველზე, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინებით, შესაბამისი კომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა კონკრეტული IP მისამართის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთი ასეთი პირი აღმოჩნდა მოქალაქე ავთანდილ ფოფხაძე. ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში, აცნობოს პირს იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ ჩატარდა, (ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ ip მისამართზე ინფორმაციის გამოთხოვა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს მისამართი), ავთანდილ ფოფხაძეს ჩვენს მიერ ეცნობა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რაც ასახულია შესაბამის საპროცესო დოკუმენტში”-აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ პასუხი ოპერატიულად დამიბრუნა.მოხარული ვიქნები თუ პირადი ფირების თემას გამოიძიებენ და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან”-განუცხადა “თაიმერს”ელისო კილაძემ.

 

მესაკუთრე, რომელმაც ელისო კილაძეს ბინა მიაქირავა, პროკურატურაში დაიბარეს

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს სურდა პატრიარქი მოეკლა
შემდეგი სტატიაშსს უარყოფს გიორგი მღებრიშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შესაძლო დატოვებას