პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუხცადა და აღნიშნა, რომ პროკურატურას ბრალდებულათან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები ქონდა.

“ჩვენ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები და წარვადგინეთ ისინი, თუმცა სასამართლომ მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას”,-აღნიშნა შოთაძემ

დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წელს მოხდა.პროკურატურამ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ 2016 წლის 29 მარტს განაცხადა.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე”,-ნათქვამი პროკურატურის მიერ 29 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

.

banner
წინა სტატიაშილარი მცირედით გამყარდა
შემდეგი სტატიატრაგედიის შემდეგ ბერლინის საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა