28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

პროკურატურა ბრიტანეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება. ამის შესხებ “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დიდ ბრიტანეთში გაცემულ სამედიცინო ცნობას, პროკურატურის განმარტებით, მისი ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მეთიუ როი დესმონდის და მისი ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის თანხის ოდენობაც მათ მიერვე იყო უწყებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე შეთავაზებული.

ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მომავალ კვირას ამერიკა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იერიშებს მიიტანს
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა