პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის პროცესის დაყოვნებას ცდილობს – ადვოკატი

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პროკურატურა 16 იანვრისთვის ჩანიშნული პროცესის 12 მარტამდე გადადებას ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქმის საჯარო განხილვის დაყოვნების მცდელობაა.

“მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა” – წერს მიგინეიშვილი.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. “საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი” – აღნიშნავს ის.

მიგინეიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება უკანონო გადაწყვეტილებაა. “დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.” – წერს ის.

დაცვის მხარე სასამართლოში შუამდგომლობას ხვალ წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით” – მაკრონი
შემდეგი სტატიაპოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა