“პროკურატურა ახორციელებდა ჩემს მიმართ ფარულ მოქმედებებს“ – კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის და

კორტების საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ცააძის დასთან მიმართებით პროკურატურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა. ირინა ცააძის მტკიცებით, ეს ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამის შესახებ გამომძიებელმა მას გუშინ განუცხადა და საქმის მასალები გააცნო.
ფარული გამოძიების მიზეზი საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ცრუ მოწმესთან შეხვედრა გახდა, რომელმაც ირინა ცააძეს ინფორმაცია მიაწოდა.
„ცრუ მოწმეებით ხომ იყო კორტების საქმე გავსებული. ერთ-ერთ მოწმესთან მე მქონდა შეხვედრა. მოწმემ მითხრა სიმართლე, თურმე პროკურატურა ახორციელებდა ჩემს მიმართ ფარულ მოქმედებებს“-ამბობს ირინა ცააძე

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი