პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროკურატურა შეისწავლის და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე ეხმაურება საქართველოს მთავარი პროკურატურა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომელიც ფონდ „ქართუდან“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიო და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერებათ.

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ვალების ჩამოწერას ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პარლამენტში მიმდინარე კვირაში მივა გიორგი გახარია პარლამენტში მიმდინარე კვირაში მივა