პროკურატურა 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულ პირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ”თაიმერს” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ-ს 13 წლის გოგონასთან რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით.

სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 1 მარტს თბილისში დააკავეს. სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშუმახერის ოჯახი “სამედიცინო სასწაულს” ელოდება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა