პროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო

პროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო. ნოემბრიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საბავშვო ბაღში სწავლას სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს.

ამ დრომდე, ბაღი სოფლად არსებული კონტიგენტის სრულად მიღებას ვერ ახერხებდა და შერეულ ჯგუფში მხოლოდ 39 აღსაზრდელი ირიცხებოდა, ნოემბრიდან კი, მათ კიდევ 25 ბავშვი შეემატებათ. ახალი ჯგუფის მიღება ბაღში დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ამ დროისთვის, ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 343 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა.

სოფელ ახალი საყულიის ბაღის დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის საჭიროება სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, დააყენა. ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ივლისში დაიწყო და ამ დრომდე, 300-ზე მეტ სოფელში შედგა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება