დიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტი “Check In Georgia“ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტი “Check In Georgia“ საქართველოს ცნობადობას აამაღლებს. მისი თქმით, პროექტი 19 ქალაქში ხორციელდება და პრაქტიკულად, მთელი ზაფხულისა და შემოდგომის მანძილზე მიმდინარეობს.

“ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ ამაღლდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საზღვარგარეთ, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი საზღვარგარეთიდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება იმიტომ, რომ შიდა ტურიზმის ჩვენ ეკონომიკაში აგენერირებს არანაკლებ შემოსავლებს და სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა მინისტმა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ “Check In Georgia“-ს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: საჯაროდ მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, პრეტენზიების ნუსხა წარმოადგინოს