პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე და მოწვეულ სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ აფხაზეთის თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა.
დისკუსიის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის საფუძველზე საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიაროგორ გამოიყურება ოკუპირებული სოხუმი დღეს