პროექტ “ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში 50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით პროექტს – “ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ახორციელებს, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისთვის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში 17-დან 26 აგვისტომდე საზაფხულო ბანაკი მოეწყო, სადაც 50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა იმყოფებოდა.

ორგანიზატორების თქმით, ცხრა დღე დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით, ჩატარდა ქართულისა და ოსური ენის გაკვეთილები, სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშები და სხვა.

“სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალგაზრდები თვითონ გეგმავდნენ და ყოველდღიურად ახორციელებდნენ საღამოს ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახვდა საკუთარი კულტურის ურთიერთგაცნობას, შერეულ ჯგუფებში გუნდურ მუშაობას და კრეატიულობის განვითარებას.

“ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფონდი “ლაზარეს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია და გაგრძელებაა ახალგაზრდიული ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ-აფხაზური ბანაკისა. ამ საქმეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულ მხარდაჭერას უცხადებს და უკვე მეორე წელია, პროექტს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციას უთმობს”, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლში, რაზმათის ხეობაში ხანძარია
შემდეგი სტატიავანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა და ნიკა გვარამიას არხზე გადადის