27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით არ ვიცი”- გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, “არ იცის რატომ ელოდებოდა საზოგადოება პროდუქტებზე ფასების დაწევას”. მისი თქმით, “გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა”.

“[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებებით მუშაობს, როგორც მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ასევე ამასთან დაკავშირებით პარლამენტის დასკვნა გვაქვს. თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული, რაც ვიცით გარკვეული მიზეზებია ამისი, მათ შორის საწვავის გაძვირების მიმართულებით,” — განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიმინზატუ: შესაძლოა, ევროკავშირმა მიმდინარე წელს 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაკარგოს
შემდეგი სტატიადიდ ბრიტანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა