პროდიუსერი ვარ და გადაცემისთვის სტუმრებს ვათანხმებდი – შალვა რამიშვილი “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გრძელდება. ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში „პოსტ tv”-ის პროდიუსერი შალვა რამიშვილი იმყოფებოდა.

მან პარტიის ოფისი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გადაცემაში სტუმრების დასაპატიჟებლად მივიდა.

„პროდიუსერი ვარ გადაცემის და ვათანხმებდი სტუმარს. ძალიან ხშირად ვათანხმებ მოსვლით სტუმარს,“-ამბობს რამიშვილი.

კითხვაზე თუ ვის შეხვდა „ქართული ოცნების“ ოფისში „სტუმრების შესათანხმებლად“, რამიშვილი ამბობს, რომ ეს უკვე მისი ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების დაწყების დაკავშირება არჩევნებთან საფუძველს მოკლებულია – რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას პირველ ტურთან?
შემდეგი სტატიასაქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ერთი რევანშისტული პოლიტიკური ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“