Prodigy-ს ვოკალისტის თვითმკვლელობა სპეციალურ სასამართლოს გადაეცა

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის Prodigy-ს ვოკალისტის თვითმკვლელობის საქმე ბრიტანეთის კორონერის სასამართლოს გადაეცა, რომელიც უცნაურ და მოულოდნელ სიკვდილებს იძიებს. ესექსის პოლიციის განცხადებით, მუსიკოსს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და ის არ განიხილება, როგორც საეჭვო – “ბიბისი” წერს.

გუშინ ჯგუფის დამფუძნებელმა ლიამ ჰოულეტმა “ინსტაგრამის” გვერდზე გაავრცელა, რომ Prodigy-ს ვოკალისტმა კიტ ფლინტმა თავი მოიკლა. კიტ ფლინტი ჯგუფში მისი დაარსებიდან იყო. თავდაპირველად ის ცეკვავდა. როგორც მუსიკოსის დებიუტი 1996 წელს სიმღერა Firestarter-ით შედგა. მუსიკოსი რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა ავსტრალიური ტურნედან. მაისში მას აშშ-ში ქონდა ტური დაგეგმილი.

კიტ ფლინტის თვითმკვლელობა ნამდვილი შოკი იყო მისი მეგობრებისა და მისი მუსიკის თაყვანისმცემლებისათვის.

banner
წინა სტატიაშიNissan-ის ყოფილ ხელმძღვანელს გირაოთი გაანთავისუფლებენ
შემდეგი სტატია“ხვალ რომ გადაიფიქროს და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს რა მოხდა?”