“ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ” – ჯეჯელავა სკოლების გაერთიანებაზე

არც ერთი სკოლაში ოპტიმიზაცია და გაერთიანება არ იგეგმება,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 162-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორო შიშებია. მესმის, რომ შესაძლოა, წინა წლების გავლენის შედეგად აქვთ ეს შიშები, მაგრამ მსგავსი არაფერი იგეგმება. უფრო მეტიც – ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ”,-აღნიშნა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივაშლიანი თასი და ვედრო სკოლასთან – ჯეჯელავას ოცნება
შემდეგი სტატიანანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა