ამ პროცესმა ბოლომდე გააშიშვილა ხელისუფლება

rustavi2რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოაცხადა – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა ტელეკომპანიის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ამ პროცესმა ბოლომდე გააშიშვილა ხელისუფლება. თუ ვინმეს რაიმე ეჭვი რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვქონდა შეხება, დღეს ეს ეჭვი უნდა გაქარწყლებოდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ჩვენი სიმართლე. დღეს აბსოლუტურად არავის, ივანიშვილზე უშუალოდ დამოკიდებული ადამიანების გარდა, არ ეპარება იმაში ეჭვი თუ რასთან გვაქს აქ შეხება,” – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას იწყებენ
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ შეძლებს