პროცესი არალეგიტიმურია – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს ხვდებიან

“ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ პროცესი არალეგიტიმურია” – ამბობს დეკანოიძე და იქვე დასძენს, რომ საჭიროა, რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეს.

“მთავარი გზავნილი, ყოველ შემთხვევაში ჩემი იქნება ის, რომ ეს პროცესი არის არალეგიტიმური და “ქართული ოცნება” გავიდა ყოველგვარი ლეგიტიმაციის და კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს იურიდიულ კომიტეტზე 67 წამში უყარეს კენჭი მესამე მოსმენით ამ კანონს. ხვალ იქნება სესია და მე ვფიქრობ, რომ 83-ივე დეპუტატს, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, უნდა დაუწესდეს შეზღუდვები”, – ამბობს დეკანოიძე.

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, რომ შეზღუდვები არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს დაუწესონ.

ბოკუჩავას თქმით, ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ, რადგან “ოცნებამ” ქართველ ხალხს საკუთარი მონაპოვარი არ წაართვას.

“ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მწვავე გზავნილი, მათ შორის, ევროპარლამენტარების მხრიდან, რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილებამდე, რომ ქართველ ხალხს დარჩეს ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც მათი ბრძოლის და პროევროპულების გამო აქვს ჩვენ ქვეყანას. ასევე ვიცით, რომ განიხილება ინდივიდუალური სანქციები. სწორედ ინდივიდუალური სანქციები კონკრეტულად მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის სწორი სვლა და არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ოფცია”, – ამბობს ბოკუჩავა.

მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, ქუჩებში მოწყობილ ანგარიშსწორებასა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე ამ წუთებში ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს ესაუბრებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩამოდის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა, შიდა საქმეებში ჩარევაა
შემდეგი სტატიასაზღვაო აკადემიის სტუდენტები ადმინისტრაციამ აუდიტორიებში ჩაკეტა