პრობლემური სესხი „ვითიბი ბანკის“ 13 000-ზე მეტ მომხმარებელს გაუნულდება

სესხების განულების ინიციატივის ფარგლებში, პრობლემური სესხი „ვითიბი ბანკის“ 13 000-ზე მეტ მომხმარებელს გაუნულდება, მათ შორის არის 2084 სოციალურად დაუცველი და 364 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

როგორც  „ვითიბი ბანკის” რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა, შესაბამისი გარიგება ფონდ „ქართიუსთან“ გუშინ დასრულდა.

„ვითიბი ბანკი“ ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ფიზიკური პირების დაკრედიტებას. ჩვენს მიერ გადაცემული პრობლემური სესხების მოცულობა პროგრამაში ჩართული მთლიანი პორტფელის მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდა 13 000 მსესხებლისთვის სესხების განულება, ხოლო სესხების ოდენობა შეადგენს 16 000-ს. მათ შორის არის დაახლოებით 2400 შშმ და სოციალურად დაუცველი პირი. გარიგება ფონდ „ქართუსთან“ გუშინ დასრულდა და დღეს უკვე ჩვენს მიერ გადაცემული ინფორმაცია ატვირთულია ვებგვერდზე. ფონდისთვის გადაცემული პორტფელის ძირითადი თანხა დაახლოებით 8 მლნ ლარს შეადგენს”, – განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა თბილისში – კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – პარლამენტში ნიკა მელიას ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა