“პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში”

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, თოლორაიას განცხადებით, მოწმეებს შორის არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე სკოლის მასწავლებლები.

„გარემოებები, რომლებიც ბავშვისთვის მისაღები არ იყო და ბავშვების გარემოსთვის სასურველი არ არის იკვეთება, როგორც სკოლაში, ასევე ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაშიც. შესაბამისად, ჩვენი მოწმეთა წრე არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სკოლის მიმართულებითაც ვმუშაობთ. იკითხება ყველა მასწავლებელი და ბავშვები“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან, თოლორაია ამბობს, რომ განყოფილებაში გამოკითხვაზე მიყვანას, მათ ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

„ამიტომ, ჯერჯერობით ვამბობ იმას, რისი თქმაც, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩება.

„იმ პიროვნებას, რომელიც იმხილება ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. ყველა ის დეტალი, რომელიც მის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას ახასიათებს, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაიდება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად იქნება განხილული.

პრობლემები, რომლებიც იკვეთება: ბავშვებთან მუშაობა, ბავშვების გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთმანეთის თანდასწრებით – ამ პრობლემებზე სამუშაოა და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების სამუშაო საკითხი“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიკლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატია“სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან”