პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა უნდა აიღოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განაცხადებით, პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი არიან, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ არის.

დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება. მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანკურნება მოხდება, მცდარი წარმოდგენა აქვს.

“ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს. სიტუაცია რაც შეიქმნა, ჩემთვის მიუღებელია. პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბიზნეს ასოციაცია თბილისის გამწვანების კამპანიაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო