პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და პრობაციონერებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი შინდისში მიაგეს

13978059_1272011596144865_556251523_o (1)პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და პრობაციონერებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი შინდისში მიაგეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა – თეიმურაზ მაღრაძემ და ზაზა გრიგოლიამ, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან და გორის ოფისში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი მოგვიანებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ყოველ წელს ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელშიც პრობაციონერებიც მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიპოკემონის თამაშისას სან-ფრანცისკოში მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა