18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები წყალტუბოში, გორსა და სენაკში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.
სამ ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: ინდივიდუალური მეწარმე გ. ნ. (მისამართი: წყალტუბო, სოფ მუხიანი), ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. (გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) და ფიზიკური პირი ლ. ს. (სენაკი, სოფელი თეკლათი) საქმიანობდნენ სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან
შემდეგი სტატიარა ზიანი გამოიწვია ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისში