
მათვე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი).
ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უკვე ეცნობა.

















