“პრინციპი – არ გავაღიზიანოთ რუსეთი – დამთავრდება რუსული დროშით თბილისში”

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია მოუწოდებს ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრზე ე.წ. საგუშაგოები განალაგოს.

დავითაიას განმარტებით, პრინციპი, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, საქართველოს დედაქალაქში – რუსული დროშის აღმართვით დამთავრდება.

“ე.წ. საზღვრების გადმოწევა საქართველოს მთავრობის მხრიდანეს პოლიტიკის არქონის გამო ხდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ე.წ. საგუშაგოები, ბლოკ-პოსტები მთელ პერიმეტრზე განალაგონ. ნუ ეშინიათ ოკუპანტების, ნუ ეშინიათ იმისა, რომ ვირაცა რაღაც პროვოკაციას მოაწყობს, თორემ პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი – დამთავრდება იმით, რომ რუსული დროშა იქნება თბილისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაამკაცროს სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე”,- აღნიშნა დავითაიამ.

ცნობისათვის, 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის, სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილი: ტურავა ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს
შემდეგი სტატიამოსკოვში, კურსკის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა