პრინცი ჰარი: პირად და საზოგადო ცხოვრებას შორის ზღვარი უკვე არ არსებობს

პრინცი ჰარი: პირად და საზოგადო ცხოვრებას შორის ზღვარი უკვე არ არსებობს

ჰარიპრინცმა ჰარიმ „ბიბისის“-თან საუბარში აღნიშნა, რომ მუდმივად და განუწყვეტლივ ხდება მის პირად ცხოვრებაში შეჭრა, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ზღვარი წაიშალა.
„ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება. სამწუხაროდ, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ზღვარი პრაქტიკულად აღარ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია, რომ რაღაცნაირად ეს საზღვარი დავიცვათ“ – განაცხადა პრინცმა.
მან ასევე თქვა, რომ ის და მისი სამეფო ოჯახის ყველა წევრი სრულიად აცნობიერებს მათ პრივილეგირებულ მდგომარეობას.
„მთელი ცხოვრება რაღაცნაირად გამოვიყენებ ამ პრივილეგიას გარკვეულ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, სხვა ადამაინებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება“ – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
მან „ბიბისის“ ინტერვიუ დღეს მისცა, სპორტული ომის ვეტერანებისა და შშმ პირების შეჯიბრების გახსნაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, როგორც ქალები, ასევე კაცები.
ორლანდოში გახსნას მიშელ ობამა დაესწრება, ასევე ჰოლივუდის მსახობი მორგან ფრიმანი, ბრიტანელი პოპ მომღერალი და ყოფილი სამხედრო ჯეიმს ბლანტი და სხვები.

banner
წინა სტატიაშიმეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 71 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაფხენიანი ატომური იარაღის მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოყენების პირობას დებს