პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

9 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პრინცი ალენ მიურატისა და პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის საერთო შვილის პრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ნამუშევრები ძირითადად წარმოდგენილია მოდერნ არტის სტილში და მოიცავს პაპიე მაშეს და მავთულების ორიგინალურ ნაკეთობებს.

გამოფენაზე სტუმრებს უნიკალური ჯიშების ფრანგული და ქართული ღვინოებით გაუმასპინძლდებიან.

გამოფენა-გაყიდვა 9 აპრილს, 15:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშირომელი მინისტრის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან
შემდეგი სტატიაფოთის მერის მოადგილის პოსტი პაატა ლაგვილავამ დაიკავა