პრინც ჰარის ყოფილი გელფრენდი ქორწილის მემი გახდა

პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილში დაპატიჟებულებს შორის ჰარის ყოფილი გელფრენდი ჩელსი დეივიც იყო. საქორწინო ცერემონიაზე მისი სახის გამომეტყველებას სოციალური ქსელის მომხმარებლები გულგრლი არ დაუტოვებია – Buzzfeed-ი წერს. “როცა შენი ყოფილი ცოლს ირთავს, შენ კი ქორწილში ხარ” – დაწერეს მომხმარებლებმა და ცერემონიიდან ფოტო გამოაქვეყნეს. “ჯანდაბა, ახალი მემი” – დაწერა მეორე მომხმარებელმა.

პრინცი ჰარი და დეივი 2007 წელს დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზი ეჭვიანობა იყო – დეივმა ის მიატოვა, როცა ჰარის ტელეფონში თაყვანისმცემელის მესჯი იპოვა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიზაარბრიუკენში ორი ადამიანი მოკლეს
შემდეგი სტატიასანტა-ფეს მსროლელს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს