რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა.
„როსავიაციის“ ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი;
ასევე, ეკიპაჟის წევრები: მეთაური ალექსეი ლავშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.
„თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე“, – აღნიშნულია „როსავიაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რუსული მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის ცხედარი უკვე ამოასვენეს და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.