ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა „ბილდთან“ ინტერვიუში თქვა.

„საჭიროება თუ გაჩნდება და ეს დაეხმარება ომის დასრულებას, მე ბევრი რამისთვის ვარ მზად“, – განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა.

თუმცა, ფრიდრიხ მერცის თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კონცენტრირება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, მივაღწიოთ მიზანს – ცეცხლის შეწყვეტას მიმდინარე უქმეებზე მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ – 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ან მიხეილ სააკაშვილზე, არამედ საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე
შემდეგი სტატიაგიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო