3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სამშაბათს ვაშინგტონში შედგება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი 3 მარტს არის დაგეგმილი. ლიდერები სამუშაო შეხვედრას გამართავენ ოვალურ კაბინეტში.

გერმანიის მთავრობის  წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ფრიდრიხ მერცი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს და სავაჭრო უთანხმოებას.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია შეერთებული შტატებისგან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით „სიცხადეს” ელოდება.

banner
წინა სტატიაშირას წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქონებრივ დეკლარაციაში?!
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების შედეგებით უკმაყოფილოა