6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი: “უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს”

უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამიტომ, მისი თქმით, ევროპის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ გააგრძელოს ომი სამხედრო თვალსაზრისით და ვერ გააგრძელოს მისი ეკონომიკური დაფინანსება.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად „ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმყოფება ეს ქვეყანა ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში. ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“, – აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი არ აქვს.

„როდესაც ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს ვუყურებ, იმედი ნაკლებად მაქვს“, – აღნიშნა მერცმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა კერესელიძე – ლევან დავითაშვილი კი არა, არ გამიკვირდება ხვალ ირაკლი კობახიძე დაიჭირონ, ისეთი რაღაცები ხდება საქართველოში, არაფერი გამიკვირდება
შემდეგი სტატიაევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობა – აშშ-ში ახალი პორტალი იქმნება