5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი – თეირანის სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ

ირანის საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა მერცმა.

მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს“.

„ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს
შემდეგი სტატიალავროვი: შესაძლოა ომი ირანისთვის, მეზობლებისთვის ბირთვული იარაღის შექმნის სტიმული გახდეს