13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტში AfD-ის გამარჯვებაზე: ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს, ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა.

„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ – ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, – განაცხადა მერცმა.

მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) – ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ – 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა – 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) – 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ – 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) – რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი – 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.

banner
წინა სტატიაში“ღარიბაშვილი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია”- სააკაშვილი
შემდეგი სტატია“საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის” — გიორგი შარაშიძე