15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი – გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო – მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას

უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

„მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის“, – აცხადებს მერცი.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება უკვე აღიარა.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი – უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი მათი ერთგულების შესახებ
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი უნგრეთის არჩევნებზე – ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც!