9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი: ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამტკიცდეს.

„ჩვენ არ უნდა ვითვალისწინებდეთ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც ახლა შიდაპოლიტიკური მიზეზებისა და იქ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო ამ ბლოკადას ქმნის ევროპაში“, – განაცხადა მერცმა.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის კანცლერმა უნგრეთი იგულისხმა, სადაც აპრილში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მანამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი განაგრძობს სანქციების მე-20 პაკეტისა და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას იქამდე, ვიდრე კიევი „დრუჟბას“ ტრანზიტს არ განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიქეროლაინ ლევიტი: დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მეტ ჩართულობას სთხოვს
შემდეგი სტატიაისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხრეთში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა