10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო

ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო-ამის შესახებ ფორმულას სულაბერიძის შვილმა უამბო.
როგორც ის ყვება, სამინისტროში შეხვედრაზე ანსამბლ “რუსთავის” ახალი ქორეოგრაფის კანდიდატურის – მამუკა ცერცვაძის წარსადგენად მივიდნენ. ფრიდონ სულაბერიძე, ჯანმრთელობის პრობლემებით, მინისტრმა მოსაცდელში 2 საათი ალოდინა, ქორეოგრაფის კანდიდატურა კი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ ის “სუხიშვილების” მოცეკვავე იყო.
“მამაჩემი სუხიშვილების მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძეც თუ სუხიშვილების მოცეკვავე იქნება ამით რა დაშავდებოდა?!… შელაპარაკება როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ, კივილი, პანიკა ატეხა, დაუძახა დაცვას…” | ამბობს ფორმულასთან ფრიდონ სულაბერიძის შვილი, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე.

banner
წინა სტატიაშიროგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია მაღაზიის დახურვის გარეშე
შემდეგი სტატია844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო