ფრიდონ ინჯია – მოლაპარაკება განწირული იყო

ეს მოლაპარაკება განწირული იყო, იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა ვითომ თბილისში, მაგრამ ერთ მხარეს იყო მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი კიევი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფროდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაყენებული იყო მოთხოვნები, რომელიც თავიდანვე განაპირობებდა მოლაპარაკების ჩაშლას. ინჯია სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოუდგენელი იყო.

“ვის წარმოუდგენია და როგორ შეიძლება მოლაპარაკების დარბაზიდან ვინმემ დაურეკოს ბადრაგს და უთხრას – შენ, ვინც არის დაკავებული, გაათავისუფე ან გამოაცხადოს ვინმემ, რომ ხვალიდან ინიშნება ახალი არჩევნები, არ შეეკითხე ხალხს და ისე განსაზღვრე ამიტომ თავიდანვე განწირული იყო, რომ მოლაპარაკება შედეგიანი ყოფილიყო. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმართველმა პარტია და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც გარეთ არის. მე კი მოვუწოდებ კონსტრუქციულ ოპოზიციას, შემოვიდეს პარლამენტში და ის საქმე, რომელიც ნამდვილად სჭირდება ქვეყანას, ამის გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა, თქვას თავის სიტყვა,”- განაცხადა ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს
შემდეგი სტატიამაკფოლი – ბაიდენი, ბლინკენი, უფრო მეტად უნდა ჩაერთონ საქართველოს პოლიტიკაში