ფრიდონ ინჯია – არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით

არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტს უნდა ესაუბრა წლიურ ანგარიშზე, თუმცა მის გამოსვლაში საერთოდ არ ჩანდა, რას აკეთებს პრეზიდენტი.

„როგორც ვიცი, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე, მაგრამ ამ გამოსვლისას ვერ ვნახე, რას აკეთებს საერთოდ პრეზიდენტი. აქ იყო დარიგება, პრეტენზიები გაურკვეველი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ზუსტად ის მედიატორი სახელმწიფო შტოებსა და უმრაველსობა-უმცირესობას შორის, რასაც ევროპელი მედიატორები აკეთებენ. მე არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არ მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უნგრული რადიოარხი 9 აპრილის ეთერს საქართველოს მიუძღვნის
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე – მგონია, რომ ვიღაცა არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს