26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალება მოითხოვა

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი რომელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც 2024 წელს თბილისში მიმდინარე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, შეწყალებაზე თანახმაა. ამის შესახებ თავად ბუბუტეიშვილმა შეატყობინა საპატიმროდან.

“არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს. ქართული ოცნების წევრები არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ “ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ” ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა”, – წერს რომელაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში, ქვეყნის უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი