„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 15:00

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც არიან ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში მხოლოდ შეცდომებისა და არასწორი ინფორმაციის კასკადი არ არის.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით მაქვს კრიტიკული შეფასება, თუმცა უფრო სიღრმისეული განხილვა გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მარტო შეცდომების და არასწორი ინფორმაციის მთელი კასკადი. ეს არის გარკვეული მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც არიან ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხსენება სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics