პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სსხდომა იწყება

ამ წუთებში პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს წევრები არიან შეკრებილი. მსჯელობის მთავარი თემები მიმდინარე და დაგეგმილი პოლიტიკური მოვლებები იქნება.

საბჭოს წევრები ხურჩის ინციდენტსა და საოკუპაციო ზონებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების თემებს.

ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე საბჭოს წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი მედიისთვის განხილული თემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სხდომის დასრულების შემდეგ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილზე – პოლიტიკიდან სრულად არავინ არასდროს მიდის ხოლმე
შემდეგი სტატიაივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია