საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ჰიმნისა და აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლებენ, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მორიგ შეხვედრას ოპოზიციასთან გამართავენ.